×

ბოლო წლებში დიდი ნაბიჯები გადაიდგა რეაბილიტაციის დარგში, საფუძველი ჩაეყარა რამდენიმე ინოვაციურ მიდგომას, რომელიც იყენებს ახალ ტექნოლოგიებს, კვლევებსა და კრეატიულ მეთოდოლოგიას. ეს მიდგომები მიზნად ისახავს სარეაბილიტაციო პროგრამების ეფექტურობისა და მათში ჩართულობის გაზრდას. რამდენიმე მათგანია:


ვირტუალური რეალობა გამოიყენება იმერსიული გარემოს შესაქმნელად სარეაბილიტაციო ვარჯიშებისთვის. ის განსაკუთრებით ეფექტურია დაზიანებების ან ოპერაციის შემდგომ მობილობისა და კოორდინაციის გაუმჯობესება/აღდგენისთვის. ვირტუალური რეალობის თამაშების და სავარჯიშოების, რომლებიც ხელს უწყობენ კონკრეტული მოძრაობების შესრულებას ან ახდენენ რეალური ცხოვრების აქტივობების სიმულაციას,  თერაპიაა უფრო მიმზიდველსა და სასიამოვნოს ხდის. 

სათამაშო ტექნოლოგიის ინტეგრაცია სავარჯიშო პროგრამებში, რაც გულისხმობს ფიზიკური ვარჯიშების ვიდეო თამაშებთან ინტეგრაციას, ხელს უწყობს პროცესს,რომ თერაპია გახდეს მეტად ინტერაქტიული.ეს მეთოდი განსაკუთრებით პოპულარულია პედიატირულ რეაბილიტაციაში. თამაშები, რომლებიც  დროსაც საჭიროა სხეულის მოძრაობებისა და ჟესტების ცვლილებება, როგორიცაა მაგალითად საცეკვაო თამაში, სარეაბილიტაციო ვარჯიშებს სასიამოვნო აქტივობებად აქცევს.

რობოტების  გამოყენება თერაპიაში საჭიროა რეაბილიტაციის პროცესის ხელშესაწყობად ან გასაუმჯობესებლად. მაგალითად რობოტული ეგზოჩონჩხები გადაადგილებაში დასახმარებლად და ა.შ. 

დისტანციური სარეაბილიტაციო სესიები საშუალებას აძლევს თერაპევტს ჩაატაროს სესიები დისტანციურად, რაც ხშირ შემთხვევაში მეტად კომფორტულია პაციენტისთვის. დისტანციური მონიტორინგის მოწყობილობებს კი შეუძლიათ სენსორების მეშვეობით თვალყური ადევნონ პაციენტის  პროგრესს. 

სენსორული ტექნოლოგია უზრუნველყოფს, რეალურ დროში, თერაპევტისთვის ინფორმაციის მიწოდებას ისეთი  ფიზიოლოგიური პარამეტრების შესახებ, როგორიცაა კუნთების აქტივობა ან გულისცემის სიხშირე და  სხვა. 

რეაბილიტაციის გეიმიფიკაცია ანუ თამაშის ელემენტების ჩართვა, რაც წარმატებით გამოიყენება სარეაბილიტაციო სავარჯიშოებში მოტივაციისა და ჩართულობის გაზრდის მიზნით. მაგალითად სავარჯიშოების გადაქცევა გამოწვევებად ან კონკურსად. 

მუსიკის თერაპიას დადებითი გავლენა აქვს  მოტორული უნარებისა და ემოციურ კეთილდღეობაზე .რეაბილიტაციაში რიტმული სმენის სტიმულაცია (RAS)  გამოიყენება სიარულისა და კოორდინაციის გასაუმჯობესებლად. 

ხელოვნება და ექსპრესიული თერაპია, როგორიცაა ცეკვა ან ფერწერა, შეიძლება ინტეგრირებული იყოს სარეაბილიტაციო პროგრამებში თვითგამოხატვისა და ემოციური კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად. მაგალითად ცეკვის თერაპია- ბალანსისა და კოორდინაციისთვის, ან არტ თერაპია - კოგნიტური დარღვევების მქონე პირთათვის. 

პირდაპირი კომუნიკაცის ტვინთან, ანუ BCI ტექნოლოგია, საშუალებას აძლევს პირებს გააკონტროლონ მომწყობილობები ან აპლიკაციები  თავის ტვინის სიგნალების საშუალებით. ეს ეხმარება მძიმე ფიზიკური შეზღუდვების მქონე პაციენტებს. მაგალითად BCI ის გამოყენება ნეიროფიდბეკის ვარჯიშისთვის ან რობოტული მოწყობილობების სამართავად. 

დამხმარე მოწყობილობების 3D ბეჭდვა საშუალებით შესაძლებელია  ინდივიდუალური დიზაინის მქონე დამხმარე მოწყობილობების შექმნა , რომლებიც მორგებული იქნება პაციენტის  უნიკალურ საჭროებებზე.